ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მთელ მსოფლიოში დასარიგებლად დაუყოვნებლივ საჭიროა 4 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მთელ მსოფლიოში დასარიგებლად დაუყოვნებლივ საჭიროა 4 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თქვა: „ვაქცინების შექმნის შესახებ გავრცელებული ბოლო სიახლეები ნიშნავს, რომ ამ გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშებს.“ მისი თქმით, მსოფლიოს ისტორიაში ჯერ არც ერთი ვაქცინა არ შეუქმნიათ ისე სწრაფად, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო. თუმცა ახლა მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა, რომელიც პლანეტის მოსახლეობისთვის ვაქცინის თანაბრად განაწილებას გულისხმობს."
