კოვიდ 19-ის გავრცელების მასშტაბის გამო ეპიდემიოლოგები დამატებითი ღონისძიებების გატარებას აუცილებლად მიიჩნევენ
კოვიდ 19-ის გავრცელების მასშტაბის გამო ეპიდემიოლოგები დამატებითი ღონისძიებების გატარებას აუცილებლად მიიჩნევენ. აღნიშნავენ, რომ წერტილოვანი შეზღუდვები ინფიცირებულთა მატებას შეამცირებს. მათივე თქმით, მალე შესაძლოა სამედიცინო ცენტრებმა მძიმე და კრიტიკული პაციენტების მიღებაც ვერ შეძლონ, რადგან კლინიკები მაქსიმალურად გადატვირთულია.
