ევროკავშირის მოწოდება ოპოზიციას
მეორე ტურმა ოპოზიციის გარეშე ჩაიარა. საერთაშორისო პარტნიორები კი თითქმის ყოველდღიურად მოუწოდებენ ბარიერგადალახულ პარტიებს, შეასრულონ ხალხის ნება, შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში და ბრძოლა იქიდან გააგრძელონ. სწორედ დიპლომატების შუამავლობით მხარეებს შორის დიალოგის ორი რაუნდი შედგა. თუმცა ოპოზიცია ბოიკოტს განაგრძობს და იმ არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვს, რომლის შედეგები აშშ-მ, ევროპამ, ეუთომ, ევროპარლამენტმა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
