კორონავირუსი და ვაქცინის მოლოდინი
ყველაფერი, რისი გაკეთებაც გსურთ და რაც არ არის აუცილებელი, გააუქმეთ, გადაიტანეთ, გადადეთ- ეს შვედეთის პრემიერის მიმართვაა, მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული და ძლიერი სახელმწიფო პანდემიის შესაკავებლად მოსახლეობას კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს. შვედეთში მასობრივი შეკრებები უკვე აიკრძალა. ჯანმო ამბობს, რომ თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, კორონავირუსის მესამე ტალღაც გვექნება. ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდულ ზრდას ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვა ვერ უძლებს, იმის მიუხედავად, რომ შეზღუდვებს არაერთი ქვეყანა ამკაცრებს. იხურება ბარები, სპორტდარბაზები და ა.შ. ისევ აქტუალური გახდა მოწოდება- „დარჩით სახლში“- როგორც ამბობენ, ასე ყველაზე კარგად გამოხატავთ სიყვარულს და კიდევ ერთი დეტალი- თუ ვისთან ერთადაც არ ცხოვრობთ ან მუშაობთ ამ ადამიანებთან შეხვედრა ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.
