კოვიდ19 ანტირეკორდს ყოველდღიურად ხსნის
ვირუსი უნდა შევაკავოთ- ეს ახლა ყველას საერთო ამოცანაა. შევზღუდოთ ხალხმრავალი შეკრებები, გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ყველა ის წესი, რომელიც პანდემიის მეცხე თვესაც პრევენციის უნიკალური გზაა. შემთხვევები კიდევ მოიმატებს, რამდენით და როდემდე- ვერავინ ამბობს. თვის ბოლო კიდევ უფრო საყურადღებო იქნება. თუმცა სტატისტიკა ამ მონაცემებითაც მძიმეა, საწოლფონდი სწორად სამართავი. სამუშაო ადგილები კი შესანარჩუნებელი. როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ ისე, რომ ეკონომიკასა და ჯანდაცვაში ნაკლები დანაკარგები გამოიწვიოს- ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი მთავრობის მეთაურის დავალებით მთელი დღეა ბიზნესის წარმოამდგენლებს ხვდება, ექიმებთან და კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა ეპიდვითარება თავად გიორგი გახარიამ. სრული ჩაკეტვა არ იგეგმება.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
