საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები სამწუხაროდ აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას.
