კვლავ უცნობია როდის შედგება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ''ქართულ ოცნებასა'' და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას შორის
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტებისგან მოლაპარაკებების ინტერესი არ ჩანს. ამის მიუხედავად პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი იმედს გამოთქვამს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. მისივე თქმით მიზნის მისაღწევად თუ საჭიროა, საერთაშორისო ზეწოლა უნდა განმეორდეს და უფრო ინტენსიურიც გახდეს იმ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შესვლას, ქუჩის პროტესტს ამჯობინებენ.
