ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს
ამით თენგიზ ცერცვაძე იმ ქართველი ექიმების კრიტიკას პასუხობს, რომლებიც საზღვარგარეთ საქმიანობენ და კრიტიკულები არიან საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მუშაობით. თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ზოგიერთი ქართველი ექიმი, თავს ვალდებულად თვლის, საქართველოში კოვიდ საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასებისას, ნეგატიურად წარმოაჩინოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საქმიანობა და ხაზი გაუსვან, რომ მათთან ყველაფერი გაცილებით უკეთ კეთდება. ამის საპირწონედ ქვეყნის პირველ ინფექციონისტს მოჰყავს სტატისტიკა, რომლის მიხედვით ავსტრიასა და გერმანიასთან შედარებით სქართველოს სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლი აქვს. ის აქვე განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ არის ბოლო პერიოდში ასეთი გავცრელება ქვეყანაში- ერთის მხრივ თენგიზ ცერცვაძე ამის მიზეზად ლოქ დაუნზე უარის თქმას და მეორე მხრივ საზოგადოების განწყობას ასახელებს. მისი თქმით მოსახლეობამ ნაადრევად დაიჯერა, რომ COVID-19ი სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და პრაქტიკულად უარი თქვა აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე
