ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს
„გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად, უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ – არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება,- წერს დავით გადელია. ის უკვე არსებულ კრიზისულ ვითარებაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ აქვს და რადგან სხვა შესაძლებლობა არ არსებობს, სამედიცინო დაწესებულებებმა დაივიწყეს დროებით სალიცენზიო პირობები და ერთ პარალატაში სამი ოთხი ინფიცირებულია მოთავსებული. ამის შემდეგი ეტაპი უკვე სპორტულ დარბაზებში საწოლებისა და ჟანგბადის ბალონების ჩადგმაა ისევე, როგორც ეს მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი მოუწოდებს ყველას გადადონ ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! „ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან.-წერს მედიკოსი და აღნიშნავს, რომ ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს. ამასთან ის მოუწოდებს ყველას მოერიდონ ქეიფებს და წესების დაცვას შეეცადონ ოჯახის წევრებთანაც კი. რაც მთავარია მუდმივად უნდა ვატაროთ პირბადე.
