15:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 16.47%-ია
15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 352 456 ამომრჩეველი მივიდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 16.47%-მა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოში, 30-ე მაჟორიტარულ ოლქში - 24.1%, ხოლო ყველაზე დაბალი ნაძალადევის ოლქში - 12.6%.
