კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, 1,247 თბილისში, 742 კი აჭარაში გამოვლინდა
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში კი 742, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში - 742, იმერეთში - 609, ქვემო ქართლში - 214, შიდა ქართლში - 197, გურიაში - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 319, კახეთში - 150, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 30.
