საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა საქართველოს პრემიერ მინისტრმა
გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ,,ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს“. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო უბანზე გააკეთა. აქ ბიულეტენში ქართული ოცნებიდან ბექა ოდიშარია, ხოლო ევროპული საქართველოდან შალვა შავგულიძე არიან წარმოდგენილები
