მეათე მოწვევის პარლამენტი
მეათე მოწვევის პარლამენტი დეკემბრის პირველ ნახევარში შეიკრიბება, კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. უფლებამოსილების ცნობის პრობლემა არ დგას, თუმცა უნდა გაირკვეს, რამდენი პარტია შეუდგება საკანონმდებლო საქმიანობას. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან მანდატზე, მმართველმა გუნდმა შესაძლოა აამოქმედოს კონსტიტუციური ნორმა და მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციის წარმომადგენელთა უფლებამოსილების შეწყვეტას. ამ შემთხვევაში ოპოზიციას ბოიკოტის გამოცხადება მოუწევს. ასეთი სცენარით, მეათე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას, თუმცა მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მათ სხდომათა დარბაზში ოპონენტი ეყოლებათ.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
