ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის
მეორე ტურამდე რამდენიმე საათი რჩება, მაგრამ ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ახალ არჩევნებს ითხოვენ, პარალელურად კი, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს განაგრძობენ. პარტიათა წარმომადგენლებს ინდივიდუალური შეხვედრები დღეს დილიდან ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ჰქონდათ. დღის მეორე ნახევარში შეხვედრებს შეერთებული შტატების ელჩიც შეუერთდა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
