არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ყველაფერი მზად არის
არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ყველაფერი მზად არის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ორი დღის განმავლობაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 5 საათის ჩათვლით. ცესკოს ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა. საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებელია პირბადის ქონა. თუმცა არქონის შემთხვევაში, პირბადეს ადგილზე მიიღებთ, ასევე გადმოგეცემათ ინდივიდუალური მოხმარების კალმისტრები. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი. მმართველი გუნდი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები