საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ზუსტად 12 საათი რჩება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ზუსტად 12 საათი რჩება. ქვეყნის მასშტაბით, 1914 საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8 საათიდან გაიხსნება. მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. მასში 31 ოქტომბრის არჩევნებში, შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, ჯამში, 6 საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ. ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1 914 საარჩევნო უბანი მოემსახურება, ხმის დათვლის პროცედურები კი ზუსტად 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან კვატაშიძე-2-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
