შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან
ბიზნესის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა. განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და აღინიშნა, რომ საჭიროა, ხელისუფლებამ დამატებითი ნაბიჯები გადადგას ბიზნესის მხარდასაჭერად, რათა შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს. მთავრობის წევრებმა ასევე იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმის მესამე ფაზის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე, და განიხილეს ის ღონისძიებები, რომელთა გატარება ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზის ფარგლებში იგეგმება.