აჭარის საარჩევნო უბნებზე სირცხვილის დერეფნები აღარ მოეწყობა
აჭარის საარჩევნო უბნებზე სირცხვილის დერეფნები აღარ მოეწყობა - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს. მათი თქმით, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვაზე უარის თქმის მიზეზი გახდა ის, რომ მათი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროკაციებისთვის ემზადება.
