საქართველოში გერმანიის ელჩი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება
საქართველოში გერმანიის ელჩი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება. ჰუბერტ ქნირშის თქმით, საქართველოს დასაკარგავი დრო არ აქვს და არ შეიძლება იმის თქმა, რომ შესაძლოა, არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს. ელჩის განცხადებით, ახლა უნდა იმუშაოს ყველამ, რათა ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს. ელჩის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა წინსვლა პარტიების პლურალიზმში.
