თბილისში შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა
თბილისში, მეტროს სადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, იქ მდებარე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შენობაში იმყოფებიან მოქალაქეებიც. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
