ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი ყველაზე მეტად გადამდები, სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 5ი დღის განმავლობაშია
ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი ყველაზე მეტად გადამდები, სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 5ი დღის განმავლობაშია. ბრიტანელი მეცნიერები, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ კოვიდ-ინფიცირებულების ადრეულ იზოლაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები განმარტავენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმში სიცოცხლისუნარიანი ვირუსის დონე, რომელიც ყველაზე მაღალია პირველი სიმპტომების გამოვლენისას და გავრცელების უნარი აქვს 9 დღემდე. ვირუსის არააქტიური ფრაგმენტები კი პაციენტის ორგანიზმში სიმპტომების დაწყებიდან საშუალოდ 17 დღემდე რჩება.
