თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის სრულწლოვანების ეპიზოდის არსებითი განხილვა გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის სრულწლოვანების ეპიზოდის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება. პროკურორის განცხადებით, მოწმეები Მცხეთაში აგარაკზე მყოფი პირები არიან, რომლებიც მომხდართან დაკავშირებით ისაუბრებენ და კონფლიქტში მონაწილე პირებს ამოიცნობენ. დაცვის მხარის განცხადებით, აღნიშნული მოწმეები აგარაკზე იყვნენ, თუმცა ძალადობაში მონაწილეებს ვერ ამოიცნობენ. საუბარია ჯგუფურ ძალადობაზე, ძალადობის ორგანიზებაზე, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე. სულ რვა ადამიანია ბრალდებული. აღსანიშნავია, რომ დღესვე მცხეთის რაიონული სასამართლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებზეც იმსჯელებს, მოსამართლე თითოეული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახეს და ზომას განსაზღვრავს.
