დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე თბილისში ორი ადამიანი დააკავეს
თბილისში ორი ადამიანი დააკავეს დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით ბრალდებულებმა, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, 5 დღის წინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელზე დარიცხული მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, რომელიც 142 000 აშშ დოლარად გაყიდეს. ამოღებულია თანხის ნაწილი ასევე ავტომობილი. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იპოვეს სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება. მიმდინარეობს გამოძიება სხვა დამნაშავეების გამოსავლენად.
