ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება - საგანგაშო სტატისტიკას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს
ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება. საგანგაშო სტატისტიკას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ოფიციალური ცნობით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების 46 პროცენტი ევროპაზე მოდის. 18 პროცენტითაა გაზრდილი კონტინენტზე სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. შემთხვევების ყველაზე მკვეთრი, 30 პროცენტიანი ზრდა ავსტრიაში აღირიცხა. ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე ბელგიაა. ჯანმო მოსახლეობას პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის მტკიცებით, ნიღბის ტარების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, ევროპაში კარანტინის ხელახლა გამოცხადება აღარ იქნება საჭირო.
