თორნიკე რიჟვაძის განცხადება
მინდა, ამომრჩევლებს ხვალ განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოვუწოდო, რომ ყველამ ერთად ვაჩვენოთ, თუ რამდენად ღირებულია თითოეული მოქალაქის თითოეული ხმა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „რიგი ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხალხმა მიანიჭა შესაბამისი მანდატი, რათა ისინი წარმომადგენლები იყვნენ წარმომადგენლობით ორგანოებში, რა თქმა უნდა, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ, ასევე საპარლამენტო ცხოვრებაში. ამომრჩევლისთვის ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თითოეული ხმა იყოს შესაბამისად რეალიზებული როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი მანდატები უმაღლეს საბჭოში, რომ აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი პოლიტიკური და სამართლებრივი რისკი არ შეექმნას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
