თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა
ქვეყნის პირველი ინფექციონისტი ჰოსპიტალიზებულია. თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. მას ორმხრივი კოვიდ პნევმონია დაუდასტურდა, პაციენტს ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“ გადაუსხეს. რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში მკურნალობს.
