ოპოზიციის ბოიკოტი და პროტესტი გრძელდება
ოპოზიციის ბოიკოტი და პროტესტი კი გრძელდება. ისინი გამოსავალს პოლიტიკური ჩიხიდან მხოლოდ ვადამდელ არჩევნებში ხედავენ. როგორც თავად ამბობენ, მათი ერთობლივი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საბოლოო გეგმაზე დღეს იმსჯელებენ. ოპოზიციურმა პარტიებმა მეორე ტურის წინ კომისიის წევრები უკვე გამოიწვიეს.
