ბრიფინგი შსს-ში
საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება კონსტიტუციით გარანტირებულ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ჩარჩოებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა. „სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რადგან, ერთმნიშვნელოვნად, მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელების ხელის შეშლას და პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე, რათა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, უარი თქვას არცევნებში მონაწილეობაზე“ - განმარტავენ უწყებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი“.
