საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულს აღნიშნავს
საკითხთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ,პაატა იმნაძემ ისაუბრა. მისი თქმით , კოვიდ ინფექციის დროს, მედიკოსებმა ანტიბიოტიკები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ. იმნაძე კოლეგებს მიმართავს თხოვნით, რომ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, გამონაკლისების გარდა, ანტიბიოტიკები არ დაუნიშნონ.
