საქართველოში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 93 092 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 73 877-ს შეადგენს. გარდაიცვალა 853 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 2186 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5833 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3518 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
