არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღე რჩება
ოპოზიცია გეგმას არ ცვლის. მმართველი გუნდის ოპონენტები კვლავ უარს აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობაზე და მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ელოდებიან. სახელისუფლებო გუნდში კი იმედოვნებენ, რომ ოპოზიციასთან დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება.
