დავით ზალკალიანი: ყველა თანხმდება, მათ შორის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა
აშშ არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა და ამერიკის ლიდერობის გარეშე ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევა- ნატოში გაწევრიანება გაგვიძნელდება. ამიტომ ყველა თანხმდება, მათ შორის მთვარი სტრატეგიული პარტნიორი, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს წევრობისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს. „აღიარებულია, რომ ჩვენი ყოველწლიური ეროვნული გეგმა არის ფაქტობრივად იდენტური გაწევრიანების გეგმის. ანუ, ის რაც გაწევრიანების გეგმაშია გაწერილი, ჩვენ მას ვასრულებთ და ყველა ამბობს, რომ საქართველო ისე მოქმედებს, როგორც მოკავშირე. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მოსამწიფებელი. თანმიმდევრულად მივდივართ და სწორედ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მომწიფებაში უნდა დაგვეხმაროს ამერიკა, როგორც ლიდერი. არის მათი მხრიდან მზაობა, რომ ამაში შეგვიწყონ ხელი და მე დაწრმუნებული ვარ, რომ ეს დღე დადგება “, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
