საქართველოს თავდაცვის ძალებმა სამხედრო დაზვერვის დღე აღნიშნეს
საქართველოს თავდაცვის ძალებმა სამხედრო დაზვერვის დღე აღნიშნეს. სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სპეციალური საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა. სამხედრო დაზვერვის შემადგენლობა სხვა სამანევრო ქვედანაყოფებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიებში, ასევე თანამშრომლობს ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან რეგიონულ და საერთაშორისო სტაბილურობის გამყარების სფეროში. სამხედრო მზვერავებს პროფესიული დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ მიულოცა.
