მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 56 მილიონს გასცდა
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა უკვე 56 მილიონს გასცდა. რთული რჩება ვითარება ევროპის მასშტაბით, სადაც ინფიცირების ჯაჭვის გასაწყვეტად, მკაცრ შეზღუდვებთან ერთად, საჭიროდ მიიჩნევენ მასობრივ ტესტირებასაც. იტალიაში კი ბიოლოგთა ჯგუფი გასული წლის მონაცემების შესწავლის საფუძველზე ასკვნის, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე, რამდენიმე თვით ადრეც ჰქონიათ.
