ეუთოს მოწოდება ოპოზიციას
საქართველოში ოპოზიციის მხრიდან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის ფონზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში თავმჯდომარე და ასევე ჩატარებულ არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა ნების პატივსაცემად პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა აუცილებელია. ეუთო არჩევნებზე საერთაშორისო მონიტორთაგან ყველაზე მეტი დამკვირვებლით იყო წარმოდგენილი. ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. ამ პოზიციის გამო ეუთო გზავნილის ადრესატებისთვის უნამუსო ორგანიზაციადაც იქცა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
