მიმართვა ოპოზიციას
„იმის ყურება, რომ ისინი ისევ ბოიკოტს ითხოვენ, უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მომდევნო არჩევნები იყოს უკეთესი“, - ასეთია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა პოზიცია. ვაშინგტონი, ეუთო, ევროპარლამენტარები, ოფიციალური პირები და უცხოელი ექსპერტები- ქართულ ოპოზიციურ სპექტრს მოქალაქეთა ნების პატივისცემისკენ, მეორე ტურში მონაწილეობისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.
