საქართველო კურტ ვოლკერის სტატიაში
„საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ კი პარლამენტში შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელება“ - ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და ნატოში ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის სტატიაშია აღნიშნული
