ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს ხვდება
შეხვედრა „შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება. პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართეს. მათ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ
