ხობის “კოლხეთის” 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ხობის “კოლხეთის” 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის ხელმძღვანელის ბეჟან ფიფიას ინფორმაციით, სპორტსმენები ახლა კარანტინში იმყოფებიან. მისივე თქმით, გუნდმა ბოლო მატჩი სამი დღის წინ გორში გამართა. დღეს, კოვიდ ტესტზე პასუხს კიდევ ხუთი ფეხბურთელი ელოდება. გუნდის დანარჩენი წევრები და მწრთვნელები იზოლაციაში იმყოფებიან.
