ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად აქცია გამართეს
ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად აქცია გამართეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ოპერამდე. ხელში ეჭირათ ცესკოს ოქმების ანალოგი სტიკერები, რომლებსაც ეწერა "გაყალბებულია". ოპოზიციის გამოსვლის მიზანი იყო სახელმწიფო მდივნის და მედიის ყურადღება მიეპყროთ 31 ოქტომბრის არჩევნებსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, აქცია თავდაპირველად იყო მდუმარე, თუმცა მონაწილეებმა მოგვიანებით პარლამენტთან შეძახილებით გადაინაცვლეს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
