საპატრიარქოში აუდიენციის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა სასტუმრო „შერატონში“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუსმინა
საპატრიარქოში აუდიენციის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა სასტუმრო „შერატონში“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუსმინა. პროტოკოლის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისთვის სულ 35 წუთი იყო განკუთვნილი. აღნიშნული შეხვედრა თავდაპირველად დაგეგმილი არ ყოფილა და სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის დღის წესრიგში მოგვიანებით შევიდა. რაც შეხება განსახილველ საკითხებს. ძირითადად ისაუბრეს მართლმსაჯულებაზე, სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებებზე.
