კორონავირუსის ვაქცინა
ევროკომისიამ ევროპულ ფარმაცევტულ კომპანია „ქიუ-ვაკთან“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესასყიდად კონტრაქტი დაამტკიცა. შეთანხმება 225 მილიონი დოზის შეძენას ითვალისწინებს. დაგეგმილია კიდევ 180 მილიონი დოზის შესყიდვა მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის შედეგად პრეპარატის უსაფრთხოება და კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ეფექტიანობა დამტკიცდება. ეს ევროპული კომისიის უკვე მეხუთე კონტრაქტია. მანამდე კონტრაქტები „ასტრაზენეკასა“ და კიდევ სამ კომპანიასთან გაფორმდა.
