პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 14 ნოემბერს, სოფელ ხალაში, საკუთარ სახლში იარაღის გასროლით, თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
