ცერცვაძის ჯანმრთლეობის მდგომარეობა
თენგიზ ცერცვაძე შესაძლოა სამკურნალოდ კლინიკაში გადავიდეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, დამძიმდება თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, რომელსაც კოვიდ 19 გუშინ დაუდასტუდა, როგორც თავად ამბობს, 38 გრადუსამდე ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი და სისუსტე აღენიშნება. როგორც ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი განმარტავს, ამ ეტაპზე მხოლოდ ვიტამინებს, სიცხის დამწევებსა და ბევრ სითხეს იღებს. მისთვის უცნობია, ინფიცირების წყარო. თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ გუშინ გაავერცელა ინფორმაცია, რომ ვინაიდან თენგიზ ცერცვაძეს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები, შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს. ცნობისთვის, ინფიცირებულია მისი მეუღლეც.
