სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. მას თან ერთვის ინფორმაცია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომელშიც საუბარია საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტსა და დაგეგმილ შეხვედრებზე. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებაში.
