ლევან კობიაშვილი ნიკა მელიასგან ბრალდების დასაბუთებას მოითხოვს
საუბარია გლდანში- „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ოფისის დაწვაზე. მელია ოპონენტებს ოფისის დარბევის გარდა კრიმინალებთან კავშირშიც ადანაშაულებს. შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მმართველი გუნდი შედეგებს ელის.
