ტინი კოქსი სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებრბს გაეცნო
სააკაშვილის მიერ რუსეთის აგენტად მოხსენიებული ტინი კოქსი რუსეთში 2 არჩევნებს აკვირდებოდა. და სხვათაშორის, 2012 წელს ნათქვამი აქვს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებმა სამართლიანობისა და გამჭვირვალობის სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა. რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან პერსონალურ თავდახმას და მისიის მიმართ კიევიდან გამოთქმულ ბრალდებებს - კოქსი მათ კოლეგებთან ერთად გაეცნო, მაგრამ არ პასუხობს. მას მას ჩვენი კორესპონდენტი ქეთევან ქარდავა ესაუბრა. მისიის ხელმძღვანელი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგის წინასწარი შედეგების შემდეგ უკვე საბოლოო დასკვნას ამზადებს. დაინტერესებულ პირებს კოქსის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიება თავისუფლად შეუძლიათ.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები