დღეს საღამოს თბილისში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის
ოფიციალურ შეხვედრებს მაიკ პომპეო ხვალიდან დაიწყებს. პროტოკოლით გათვალისწინებულია შეხვედრა პრემიერთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატი ასევე შეხვდება მესამე სექტორს. მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პესპექტივები : თავდაცვისა და უსაფრთხოების , ვაჭრობის და ეკონომიკის , დემოკრატიის , ხალხთა შორის კონტაქტების , განათლებისა და კულტურული გაცვლის მიმართულებით.
