ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა
ჩამონგრეულია შენობის ფასადი, თუმცა არავინ დაშავებულა. როგორც თბილისი ენერჯის წარმომადგენლები აცხადებენ, აფეთქება წინასწარი ინფორმაციით გამათბობელმა გამოიწვია, რომელიც დამხშობის გარეშე იყო დამონტაჟებული . ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ექსპერტ კრიმინალისტები
