ამერიკის სახელმწიფო მდივანს თბილისში დღეს საღამოს ელოდებიან
მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს უკვე ხვალიდან დაიწყებს. პროტოკოლი ითვალისწინებს შეხვედრებს პრემიერთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ამერიკელი დიპლომატი ასევე შეხვდება მესამე სექტორს. მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პესპექტივები : თავდაცვისა და უსაფრთხოების , ვაჭრობის და ეკონომიკის , დემოკრატიის , ხალხთა შორის კონტაქტების , განათლებისა და კულტურული გაცვლის მიმართულებით.
